20:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 13:17:34, 2736 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, განათების ქსელის, დამცავი მოაჯირის, ბორდიურის, ფილებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე გზაგამყოფი სკვერი ძალიან ცუდ მგომარეობაში იყო. ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 90 000 ლარს დახარჯავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics