|
2019-11-29 13:40:46, 2701 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს, საექსპორტო ბაზრებს ახალი ქვეყნები დაემატა
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობაზე და საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. ,,ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ციტრუსის სეზონი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ტრადიციულ ბაზრებთან ერთად რამდენიმე ახალი ქვეყანა, ახალი საექსპორტო მიმართულება დაემატა, მათ შორის სინგაპური, სლოვენია, ყატარი და ა.შ. ფასები არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით ჩატარდეს"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში ციტრუსის რთველს კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რაც შეხება საექსპორტო მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 3 909 ტონა შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სინგაპური, სლოვენია, ყაზახეთი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)