14:14 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 10:44:17, 1561 ნახვა

კომენტარი
ვაჟა სირაძე: რკინის ჯებირების აღმართვას ჯერ არ ვაპირებთ

„რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

„ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას, ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად, მოვუწოდებთ რომ დაიცვან კანონი“, - ამბობს ვაჟა სირაძე.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე შეიკრიბნენ და შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics