20:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 18:29:33, 1279 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწვლო ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში ესეების კონკურსს აცხადებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი UN Women-ის მხარდაჭერით ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის თემაა „სექსუალური შევიწროების ფენომენი“.

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

მონაწილეებს ხუთი ეტაპის გავლა მოუწევთ, გამარჯვებული კი იანვარში გამოვლინდება. ფინალში გასულ კონკურსანტებს შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრისა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2OmlVBV

პროექტის მიზანია სექსუალური შევიწროების ფენომენის და არსებული კანონმდებლობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით. კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ესეების კონკურსის გარდა დიდ ქალაქებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ უფასო ტრენინგებსაც ჩაატარებს.

შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics