19:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 10:57:25, 1152 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას

„ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.         

მისი თქმით, ეს არა ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, არამედ სრულიად სახელმწიფოს ბლოკირებას ნიშნავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. გარდა ამისა, ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს  არ ნიშნავს ცალკეული ინსიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება და ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახლემწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენი ვალდებლებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ მედიკოსზე რიგით მოქალაქეებზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი არის ის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შეიძლება ის მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით. საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც სრულდება ლოგიკურად საარჩევნო უბანზე“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics