19:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 23:31:33, 2030 ნახვა

პოლიტიკა
აქციის ორგანიზატორებმა 28 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს

პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორებმა 28 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება დაანონსეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მალე გახდება ცნობილი კიდევ ერთი მასშტაბური საპროტესტო აქციის ზუსტი თარიღიც.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირება 28 ნოემბერს, პლენარული სხდომის პარალელურად იგეგმება. ამის შესახებ მან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან თქვა, პიკეტირების დეტალებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს გეგმას მოგვიანებით გააცნობენ.

"მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება, ოპოზიციას აქვს ერთიანი გეგმა. პარლამენტის პიკეტირებას გავაგრძელებთ. დიდი აქციის თარიღი დაანონსდება პარასკევს ან შაბათს", — განაცხადა ვაშაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics