19:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 14:57:06, 1544 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე: თებერვალში მერაბიშვილი გამოვა, მერე სააკაშვილი მოადგება საზღვარს მარტი-აპრილში და ჩაატარეთ რიგგარეშე არჩევნები

„მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მოადგება საზღვარს მარტი-აპრილში და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატარეთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ““, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის ნდობა და ლეგიტიმაცია უკვე დაკარგა.

„რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, იმ ორპოლუსიანობას რასაც დღეს ვხედავთ არის ყველაზე მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის“. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ დღეს ქვეყანას. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობთ, თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, მერე თქვენ ამბობთ, რომ ამას გმობთ და ამ თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის? რომელსაც არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“?  იმიტომ, რომ ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, ნდობა აქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“ გასაგებია, რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენ ადგახართ მაგ გზას. ეს არის უბედურება.

როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდე, როცა თქვენ თვითონ თქვენი არასწორი ნაბიჯებით აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოხდეს. მერე მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მარტი-აპრილში მოადგება საზღვარს და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“  შორის გააკეთოს არჩევანი? ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ, ეს არის თქვენი უბედურება და უპასუხისმგებლობა, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics