15:49 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 13:53:31, 1623 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - „ოცნების“ პასუხი აქციაზე არის პოლიცია და სპეცრაზმი, ამიტომ მიიღეს ის, რაც მათი არჩევანი იყო

„ქართული ოცნების“ პასუხი აქციაზე არის ძალა, ყვითელი ავტობუსები, პოლიცია და სპეცრაზმი, ამიტომ მიიღეს ის, რაც იყო მათი არჩევანი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების სისტემა შანსს მისცემს ყველას, მათ შორის  „ქართულ ოცნებასაც“.

„ჩვენი ხალხის მოთხოვნები არის თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. ისეთი სისტემა, რომელიც ყველას მისცემს შანსს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“. მათი პასუხი არის ძალა, ყვითელი ავტობუსები, პოლიცია და სპეცრაზმი. ამიტომ, მიიღეს ის, რაც იყო მათი არჩევანი. მიიღეს პარლამენტი, რომელიც იმალება ყვითელი ავტობუსების და სპეცრაზმის უკან, მიიღეს დეპუტატები, რომლებსაც უწევთ შეპარვით, ქურდებივით შენობაში შესვლა და ხალხის გვერდის ავლა და მიიღეს ქუჩაში გადმოტანილი მთლიანად არეული ვითარება და პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics