|
2019-11-26 12:38:25, 1205 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ლარს ვესტბრატს შეხვდა
ვიცეპრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ლარს ვესტბრატს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საემიგრაციო პოლიტიკა განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, შვედი სახელმწიფო მინისტრისგან გამოითქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ შვედეთში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების რიცხვი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს. თეა წულუკიანმა სტუმარს გაუზიარა ინფორმაცია იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ტარდება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და მისი მომავალი თაობებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას. იუსტიციის მინისტრი, ასევე, მიესალმა შვედეთის მზაობას, დაიწყოს მუშაობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მიზნით. შვედეთში თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობამ მოიმატა 2017 წლიდან, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, თუმცა, ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებენ. სწორედ ამიტომ საქართველო შვედეთთან საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს. ,,ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ორმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მრავალი რეფორმისა და გატარებული ღონისძიების შედეგად; შვედეთის სახელმწიფო მდივნისგან კი მოვისმინეთ ის სიახლეები, რომელთაც თავად შვედეთი ატარებს თავის ქვეყანაში, რათა გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა და სხვა წესები იმისთვის, რომ ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ კანონს არღვევენ, იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში რაც შეიძლება მალე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენი მოქალაქეები უკან მივიღოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს − გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დაბრუნების და რეადმისიის კუთხით შვედეთთან თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია. შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ლარს ვესტბრატი, საქართველოს 26 ნოემბერს დატოვებს.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)