18:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 12:25:30, 1191 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის ამორტიზებული სახურავი ახლით შეიცვალა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ სამ მისამართზე შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის (თემქა) X კვ. N36ა კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 320 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა.

აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვლთან ერთად შეხვდა და შესრულებული სამუშაოების შესახებ მოსახლეობის აზრი მოისმინა.

„ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 38 773 ლარი დახარჯა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics