|
2019-11-26 08:37:17, 1303 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევაზე საუბრობს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევაზე საუბრობს. - ამის შესახებ მან ვრცლად სოციალურ ქსელში დაწერა. "შეშისა და კასრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავწერ, რომ შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, ზოგადად, კანონმდებლობით აკრძალულია ადვილად ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებების ან/და ისეთი საგნების ფლობა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს განმარტა, რომ კანონი არა კონკრეტული ნივთების ან ნივთიერებების გამოყენებას კრძალავს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქმედებები ქმნიან საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ნივთების ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება მოხდება. შესაბამისად, შეშის თუ სხვა რაიმე ნივთის, შეკრება-მანიფესტაციაზე მიტანა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური და მყისიერი საფრთე, რომ შეშის და კასრების გამოყენება მოხდება სხვისი ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)