17:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 07:35:52, 1267 ნახვა

პოლიტიკა
აქციის დაშლისას 10-მდე ადამიანი მათ შორის აკო მინაშვილი დააკავეს

პარლამენტის შესასვლელებთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლის დროს 10-მდე პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორისაა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი და გია თევდორაძე.

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან.  ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. 

დემონსტრანტები რობოკოპებს ხელებაწეულები დახვდნენ. ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "სირცხვილია" მათ აანთეს სანთლებიც.

ამის შემდეგ პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმა გაათავისუფლა და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩამოწია, გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნიკაც, კერძოდ წყლის ჭავლის მანქანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics