16:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 20:54:05, 1502 ნახვა

პოლიტიკა
მელია გირჩის ინიციატივაზე - ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ არის განიხილოს გირჩის ინიციატივა იმის შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ს წევრები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად არ დაინიშნონ.

"ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი, არაერთხელ განუცხადებია ნაციონალურ მოძრაობას, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელი გვგონია, რომ სამართლებრივი სისტემის რეფორმირება უნდა მოხდეს და ჩვენ, ჩვენი წინადადებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ცალკე აღებულ პროკურატურასთან დაკავშირბით კონფიგურაცია ჩვენი მოსაზრები, როგორ უნდა შეიქმნას პროკურატურა როგორ უნდა იყოს ცალკე აღებული პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სისხლისსამართლებრივ საქმეებს, ცალკე უნდა იყოს ადამიანის უფლებატადარღვევის საკითხებზე , პროკურატურა უნდა იყოს ანტიკორუფციულ საქმეებზე და ასევე გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ რეზონანსულ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა დანიშნოს დამოუკიდებელი პროკურორი ერთჯერადად. ამიტომ, სადაც ეს ინიციატივა გვაქვს არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანა ვიხსნათ ოლიგარქისგან. ჩვენ ინტერესშია, რომ ნდობა გაიზარდოს საზოგადოებაში და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენთვის არ ნიშნავს მაინცდამაინც გყავდეს შენი გუნდიდან შს მინისტრად ან პროკურორად. ეს ბიძინა ივანიშვილს გონია ხელისუფლება მარტო პროკურატურაა და მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროა." - განაცხადა ნიკა მელიამ.

"გირჩის“ ახალი ინიციატივა - ზურაბ ჯაფარიძის  თქმით უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics