16:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-23 19:57:28, 2266 ნახვა

პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე ეგოიზმს მოერია და მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა - ვიდეო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს, გიორგობის დღეს ჩვენ შევხვდით ძველ თანამებრძოლებს და ასევე, ოპონენტებს, ის ხალხი ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე.
დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ყველას გავერთიანებს ერთი რამ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა – საქართველო. ჩვენი ამოცანაა ახალ თაობას საქართველოს გადარჩენის გზა გავუხსნათ და საქართველოს მართვისკენ.
გუბაზისთან და ვალერისთან ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა, ჩემთვის ნიშანდობლივი. ძალიან მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის აქ რომ ჩამოვიდნენ კიევში.
ასაკთან, დროსთან, წლებთან და გამოცდილებასთან ერთად, ძალინ ბევრ რაღაცას გადახედავს ადამიანი და დროის გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რაღაც ჩანს სხვანაირად. ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წინ ვერაფერი დაუდგება.
ძალიან ოპტიმისტურდ ვარ განწყობილი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის მოერია ეგოიზმს.

“ მოვერიეთ ჩვენს შინაგან „მე“-ს, ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა ჩვენი გამოსავალი. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ჩვენ, წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics