16:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 18:41:29, 2604 ნახვა

პოლიტიკა
ზოიძე ივანიშვილს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართავს და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

როგორც ზოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერენდუმი აუცილებელია იმისათვის, რომ დადგინდეს, სურს თუ არა მოსახლეობას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს.

„გადავწყვიტე საჯაროდ მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, უმოკლეს ვადაში მიიღონ ზომები რეფერენდუმის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს მოხსნის“, - აღნიშნა ზოიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას, ზოიძემ განაცხადა, ამას მის ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პასუხის მიღების შემდეგ გადაწყვეტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics