16:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 16:33:28, 2314 ნახვა

პოლიტიკა
გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნის მიკროფონს ბოქლომი დაადო

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ წამოწყებული „ბოქლომების ომი“ გრძელდება.

ამჯერად, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, გოკა გაბაშვილმა, ბოქლომი საკრებულოს ტრიბუნის მიკროფონს დაადო.

„აღმაშფოთებელია, როცა თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანების პროტესტი არის ღიმილის მომგვრელი, არაფერი ღიმილის მომგვრელი იმაში არ არის, რა კრიზისშიც ქვეყანა თქვენ შეიყვანეთ. დარწმუნებული ვარ თქვენ ასე ვერ ჩაატარებთ არჩევნებს ერთი წლის თავზე.  თუ გგონიათ, რომ საქართველოში 3700 უბანზე მიიყვანთ სპეცრაზმს, თქვენ თუ გგონიათ ასეთი ძალადობით, მოტყუებით ჩაატარებთ არჩევნებს, ძალიან ცდებით. ეს არი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელში თქვენ იმყოფებით, ეს არის ზნეობრივი კრიზისი, როდესაც თქვენი კოლეგა, რომელსაც ესალმებით სრულიად გაყალბებული, შეთითხნილი ბრალდებით არის დაჭერილი და ჩასმული 13 დღით. მოგეკითხათ, ერთი განცხადება მაინც გაგეკეთებინათ, მაგრამ თქვენ იცინით და დასცინით სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს. ამ დარბაზში მაგის კომფორტს არ შეგიქმნით, რომ ამ დარბაზში არ ნახოთ სიმბოლო ამ პროტესტისა. ამას, რა თქმა უნდა თქვენ მოხსნით, მაგრამ ვერ მოხსნით იმ პასუხისმგებლობას  რომელიც გაკისრიათ”, - მიმართა გოკა გაბაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს.

აღნიშნულის შემდეგ გაბაშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ბოქლომების ომი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებით დაიწყეს. ამის შემდეგ ბოქლომები დაადეს მთავრობის ადმინისტრაციის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის ჭიშკრებს. დღეს დილიდან აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მივიდნენ. რამდენიმე დეპუტატის ოფისს მათ ბოქლომი დაადეს, ზოგიერთ რეგიონში კი, ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. მცხეთაში, ბოქლომების დადების მცდელობის დროს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე დიასამიძე დააკვეს. ამასთან, გურიაში, ოზურგეთის მაჯორიტარის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ოფისის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics