14:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 10:45:43, 1817 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ექიმის გათავისუფლებაზე - ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ და იყენებენ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა ექიმის ვაჟა გფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს პერიოდში მოხდეს.

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24-საათიან რეჟიმში. ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ამიტომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics