16:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 16:23:41, 1719 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას განაგრძობს.

გლდანის ა მიკრორაიონის N 68 – 69 კორპუსის მიმდებარედ, კალათბურთის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება არსებულის სრული დემონტაჟი და ფუნდამენტურად მოეწყობა საფუძველი, ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება პლასტიკის საფარი, მოეწყობა კალათბურთის ფარები და

გულშემატკივრებისთვის  ტრიბუნები განთავსდება.  

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არბა’’ ახორციელებს, 83 333 ლარია გათვალისწინებული და დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, 21 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics