13:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 13:36:38, 1141 ნახვა

პოლიტიკა
საპატრულო პოლიცია - რუსთაველზე და მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა სრულად აიკრძალა

საპატრულო პოლიციის ცნობით, რუსთველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილით გდაადგილება სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა. კერძოდ:

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ "მერანამდე" ორმხრივად აკრძალულია;

რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ; სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით; შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩის გავლით.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ" - ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, ორი დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციას კარვები აქვს გაშლილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics