23:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 20:28:46, 2038 ნახვა

სამართალი
ვაჟა სირაძე: არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით

„არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით, კანონდარღვევის შემთხვევაში ვიმოქმედებთ მანდატის ფარგლებში“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს  შორის დაპირისპირება არ ყოფილა.

„არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. ეს არის პრევენციის მიზნით. პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დგანან. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზება არ იგეგმება. პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ძალადობა არავის არ დაუნახავს. პოლიცია მშვიდად დგას თითოეულ ლოკაციაზე და იცავს მართლწერიგს. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიცია მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ მხარეს. მე აქაც ვარ, პარლამენტთანაც და ყველგან ვმოძრაობ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics