2019-11-17 13:06:20, 1436 ნახვა
საზოგადოება
ინციდენტი პარლამენტის შენობასთან: მამაკაცი საავტომობილო გზის გახსნას ითხოვდა
ერთ-ერთი მამაკაცი რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის გადაკეტილი გზის სავალი ნაწილის გახნსნას აპროტესტებდა, რასაც მამაკაცსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა მამაკაცს პერიმეტრის დატოვებისკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ ის პროვოკატორი იყო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით მამაკაცი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას განარიდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,