11:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 13:45:09, 1987 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველამ იცის, ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში. ამაზე ჩვენი კოსნტიტუციონალისტები უფრო დეტალურად აგიხსნიან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავდაპირველად გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელი არჩევნების ტარება მოითხოვა. გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ კი, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით უნდა ჩატარდეს, რომელიც მათი მტკიცებით, არსებული ვითარების გამოსასწორებლად ყველაზე მოკლე გზაა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics