2019-11-16 11:38:34, 1480 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 30 წლამდე მამაკაცი ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,