2019-11-16 11:25:32, 1739 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.
კერძოდ აქციის მონაწილეები ხაბელოვს ეკითხებოდნენ თუ რატომ ჩააგდო პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი.
დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არსებული სიტუაცია განმუხტეს.
საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დაიწყო, რომელზეც „ევროპული საქართველოს“ წევრები, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,