|
2019-11-15 21:22:21, 2644 ნახვა
კომენტარი
კონსტანტინიდი - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს
„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება წარმოადგენს რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს. „აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო, როგორიცაა სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და საოკუპაციო ძალების ე.წ. პოსტების უკანონო მშენებლობა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას და ჰუმანიტარულ თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკვშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება ისევე, როგორც ადამიანის უფლებების სხვა მწვავე დარღვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ მკაფიოდ დააყენა 14 ნოემბერს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში. ზემოხსენებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)