11:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 15:56:50, 1491 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ამ ქაოტურ სიტუაციაში რთული იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუმცა რატომაც არა

„არც პროპორციული, არც რიგგარეშე არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით ვისთვის ვმუშაობთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, რიგგარეშე არჩევნებს უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს, თუმცა შიში, რომ ასეთი არჩევნები რაიმეს მოაკლებს „ქართულ ოცნებას“ არ არსებობს.

„იყო მოსაზრებები, რომ ხელისუფლება თავად თხოულობს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე, იცით თქვენ ამის თაობაზე. ჩვენთვის არ არის მიზანი რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ რომ ამ ქაოტურ სიტუაციაში რთული იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუმცა რატომაც არა.

დათანხმებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ, რეალურად ამის შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას მე ვერ გეტყვით რომ არსებობს. ეს აბსულუტურად ჩვენს ინტრესებში არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება. არც პროპორციული, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით ვისთვის ვმუშაობთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics