16:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 14:02:17, 2982 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მილიონი დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 153.2 მილიონი აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.0% მოდიოდა.

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ.აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ  

153.21

100.00%

11.50%

ევროკავშირის ქვეყნები

57.87

37.77%

16.75%

დანარჩენი ქვეყნები

95.34

62.23%

8.57%

   მათ შორის:

 

 

 

იტალია

21.01

13.72%

24.63%

საბერძნეთი

15.95

10.41%

3.94%

გერმანია

4.52

2.95%

19.75%

ესპანეთი

3.92

2.56%

14.05%

პოლონეთი

2.92

1.91%

32.38%

საფრანგეთი

2.33

1.52%

32.24%

გაერთიანებული სამეფო

1.56

1.02%

6.27%

კვიპროსი

1.49

0.97%

16.87%

რუსეთის ფედერაცია

37.86

24.71%

-4.53%

აშშ

15.23

9.94%

6.13%

ისრაელი

13.59

8.87%

13.35%

თურქეთი

8.01

5.23%

6.52%

უკრაინა

4.35

2.84%

64.27%

ყაზახეთი

3.23

2.11%

127.03%

ყირგიზეთი

3.2

2.09%

90.70%

აზერბაიჯანი

2.17

1.42%

17.11%

სომხეთი

1.32

0.86%

89.56%

კანადა

1.23

0.80%

8.13%

2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის (21.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics