|
2019-11-14 17:49:47, 3106 ნახვა
რეგიონი
ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა
გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა. წყლის მდგრადი მართვის სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ფერმერობის განვითარებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორცილდა. წვეთოვანი მორწყვის სისტემების უპირატესობების დემონსტრირებისთვის შერჩეულია სამი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო კულტურა - ყურძენი ენისელში, კარტოფილი ბედიანში და ხახვი რუისში. საპილოტე სოფლებში ჩატარდება მოსავლიანობისა და წყლის მოხმარების კვლევები, რომლებიც წვეთოვანი ირიგაციის დანერგვის შედეგებს გამოავლენს. ადგილობრივი ფერმერები და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს წვეთოვანი მორწყვის სისტემების სწორი გამოყენებისა და მართვის საკითხებში. წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვა UNDP-GEF უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ხორციელდება და ორ ქვეყანას შორის წყლის მოხმარების პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზებას ემსახურება. პროექტის Kura-2 მთლიანი ბიუჯეტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნაწილდება და 5.3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება. „მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები წყლის დაზოგვისა და მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობაა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩვენ უკეთ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ წყლის რესურსებს და ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. როგორც UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, ტემპერატურისა და სიმშრალის მატება, რომელიც აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება, კლიმატის ცვლილების შედეგია. „წყლის მდგრადი მართვის დანერგვა მდინარე მტკვრის აუზში, სადაც სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი ენიჭება, მეტად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების შემცირების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. UNDP-GEF პროექტის Kura-2 რეგიონული კოორდინატორის, მერი მეთიუსის განცხადებით, მდინარე მტკვრის აუზში წყლის საერთო მოხმარების 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე მოდის. გრუნტისა და ზედაპირული წყლის რესურსების დაზოგვა და გადაჭარბებული მოხმარებისგან მათი დაცვა ხელს შეუწყობს სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას რეგიონში; ასევე, დაეხმარება ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის გაზრდას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით.
(NS)
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)