23:03 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 17:45:29, 3120 ნახვა

სამართალი
კახა საბანაძე: შსს ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, არანაირ გრიფირებას ადგილი არ ჰქონია

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 20-21 ივნისის მოვლენების და საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული არალეტალური ტყვიების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხრიდან არანაირი გრიფირება არ მომხდარა და სამინისტრო კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ამ მიმართულებით მსჯელობისთვის მზად არის.

"გეტყვით, რომ ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

არანაირ გრიფირებას ადგილი არ ჰქონია და მეტსაც გეტყვით, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ მიმართულებით.

რაც შეეხება არალეტალური ტყვიებს, რომელებიც გამოყენებული იყო კონკრეტული ღონისძიების დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის არალეტალური ტყვიები, რომელებიც განკუთვნილია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და მასების მართვის პროცესში.  

როგორც იცით, პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, შესაბამისად, ჩვენი პრეროგატივა არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ არის რაღაც კონკრეტული მომენტები, რომელებიც გრიფირებულია, როცა კონკრეტულ გეგმას ეხება და ეს არავისთვის დასამალი არ არის, ეს არაერთხელ მომხდარა. რაც შეეხება კონკრეტულად გასაიდუმლოებას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ტრანსპარანტულები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics