09:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 11:59:00, 997 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე უარის თქმა, პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობას შეარყევს

„ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

მისი თქმით, ევროკავშირი ამ დრომდე თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან, რადგან პროპორციული არჩევნების საკითხი საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ.

„ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა.  ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics