08:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 17:52:16, 1865 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია

2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რაც გულისხმობს სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულებას, - განაცხადა ფინანსთა მიისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში, სახეზეა მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია.მისი თქმით, 2016 წელს მიმდინარე ხარჯი მშპ-ის 25.9%  იყო, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 23.2 პროცენტია იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს გაზრდილია სოციალური და განათლების ხარჯები.

„მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რაც გულისხმობს, იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანად და დადგენილ ვადაში უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები. ბიუროკრატიული ხარჯების ეკონომია არ გახლავთ მთავარი მიზანი. ჩვენ ვთვლით, რომ წმინდა მონეტარულ გამოხატულებაში  მიღწეული ეკონომიის მასშტაბები საკმარისია და შემდგომი შემცირება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. ამ პოზიციას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics