08:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 16:40:40, 905 ნახვა

ეკონომიკა
ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის" მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას

„საქართველოს საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის" მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვ.“, - განაცხადა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის" პრინციპით დანერგვისა და მომსახურების გაფიცრულების პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. პროექტის მხარდამჭერია აშშ - ის საელჩო საქართველოში.

ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შეუმცირებს სამუშაოს მოცულობას და გაზრდის ეფექტურობას. მისი თქმით, ის ასევე გაზრდის ვაჭრობის უსაფრთხოებას, რადგან ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას ყველა დაინტერესებულ უწყებას შორის.

„პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს შავი ზღვისა და გლობალურ უსაფრთხოებაში. მოხარულები ვართ, რომ შეერთებული შტატების საელჩო ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს ამ პროგრამის მხარდასაჭერად სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების სხვა შესაბამისი პროექტების საშუალებით“, - განაცხადა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics