07:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:25:15, 1218 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: მმართველმა გუნდმა გათვალა რისკები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო

„მმართველმა გუნდმა გათვალა რისკები და უპურატესობები, რის გამოც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას უმრავლესობა ბოლომდე უნდა მიყვეს და შესაბამისად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც მზარს უჭერს.

„მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები, რომლებიც ცალკე აღებული შესაძლოა მყარი არგუმენტები იყოს, მაგრამ ყველაზე მყარი არგუმენტია ის, რომ ამის შესახებ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიცით ზუსტად პროპორციული სისტემის რისკებიც და უპირატესობებიც და ამ უპირატესობების გამო ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ აბსოლუტურად სწორი იყო როგორც პარტიის თავმჯდომარის, ასევე უმრავლესობის პოზიციაც, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უნდა მივყვეთ ბოლომდე და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვალოს“, - ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას თანაგუნდელების ულტიმატუმსაც გამოეხმაურა, რომლებიც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას აპირებენ.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრებმა მას პირად საუბარში უთხრეს, რომ ისინი მხარდაჭერის დაძალებას გულისხმობდნენ, თუმცა მისივე თქმით, არავინ არაფერს არ აძალებს არავის.

„მე დავაკონკრეტებინე ყველა მათგანს პირად საუბარში და ყველა მათგანი მეუბნება, რომ თუ ვინმე დამაძალებს დავაჭირო ხელი მწვანეს, როდესაც ამის გაკეთება არ მინდა, ამ შემთხვევაში ჩვენ დავტოვებთ მანდატს. არავინ არავის არ აძალებს არაფერს. სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics