08:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:15:42, 1039 ნახვა

ეკონომიკა
შანხაიში, საერთაშორისო გამოფენაზე, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიაა წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია წარმოდგენილია ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „ProWine Shanghai“-ზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში 12-14 ნოემბერს იმართება.

გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მას  ღვინის წამყვანი  სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მას ტრადიციულად საერთო ჯამში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

ამასთან ერთად, მიმდინარე კვირაში შანხაიში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. 

ფესტივალი მოიცავდა „საფერავის სიმპოზიუმს“ და დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალებისთვის. ქართული ღვინის წარდგენას  ღვინის ცნობილი ბრიტანელი მწერალი რობერტ ჯოზეფი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics