|
2019-11-13 10:22:55, 5000 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატო-სთან თავსებადები ვართ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „SWOT” ანალიზი სტუმრობისას განაცხადა. „ჩვენი სამხედროები იმდენად ღირსეულად, ვაჟკაცურად და გაბედულად იქცევიან, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ყველა გენერალი, ამერიკელი იქნება ის, გერმანელი თუ სხვა, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების გასაოცარ თავდადებას, გამბედაობას და სიმამაცეს. ჩვენი როლი განსაკუთრებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების უმნიშვნელოვანეს როლს ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე საუბრისას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობაც განმარტა და მას წარმატების მაგალითი უწოდა. ნატოს სტანდარტებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა პროფესიონალ ოფიცერთა კორპუსზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და ამ მიზნით საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლება აშშ-ის სამხედრო აკადემიის - West Point-ის ანალოგიური იქნება. „ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის, ჩვენი გენერლების და უმაღლესი ოფიცრების ჩართულობით განხორციელდა, წარმატებულია. სწორედ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)