07:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 16:16:05, 1238 ნახვა

პოლიტიკა
„ხომ არ არის უპრიანი, რომ თანამშრომლობის ის ფორმა, რასაც ბლოკის თანამშრომლობა ჰქვია, პარლამენტში შედგეს და არა არჩევნების წინ“ - გია ვოლსკი

„მარტო შეკითხვაზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ვიღაცა კოლეგამ მითხრაო, გვარს არ ასახელებს ბატონი მამუკა, რომ გახურდება სიტუაციაო და მეორე იყო კიდევ, რომ ვიღაცას ელანდებაო, რომ ბლოკები შეიძლება უარყოფით კონტექსტში იქნესო წარმოდგენილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტი საინიციატივო ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ გამოიტანა განსახილველად.

„აზრი აქვს იმ ვარიანტს, რასაც ჩვენ გაძლევთ. იმიტომა აქვს აზრი, რომ ბლოკებში ხშირ შემთხვევაში, აღარ მინდა მაგალითები მოვიყვანო, 0.03% მიიღო არჩევნებზე და წლიური ბიუჯეტი აქვს მილიონ ასი ათასი. არ მინდა პიროვნებები დავასახელო, ვინაიდან პიროვნულ თემებზე არ მინდა გასვლა. არის კონკრეტული პარტიები და თქვენ კარგად იცით. სწორედ ამიტომ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთი - დანამატი არ შეიძლება ჰქონდეს პარტიას, მაგალითად, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას, აქვს  პარტიები, რომლებიც იღებენ მილიონს, ერთი, მეორე და რომლის, ფაქტიურად ლიდერის გვარი არ იციან და თუ ლიდერის გვარი იციან, პარტიაში მეორე კაცის გვარი არ იციან. აი ამის გამართლება ამ თემით როგორ შეიძლება? ხომ არ არის უპრიანი, რომ თანამშრომლობის ის ფორმა, რასაც ბლოკის თანამშრომლობა ჰქვია, პარლამენტში შედგეს და არა პარლამენტში არჩევნების წინ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics