07:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 16:02:55, 1679 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე: უროები და მაკრატლები რომ ჰქონდეთ ეკლესიებს დაანგრევდნენ და მღვდლებს გაკრეჭდნენ

„უროები და მაკრატლები რომ ჰქონდეთ ეკლესიებს დაანგრევდნენ და მღვდლებს გაკრეჭდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრა სცადა, თუმცა მათ მიერ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მათი წარუმატებლობით.  ახლა ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება.

ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაციას, რომელიც გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ხელში უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას, თუმცა დღეს აქვთ სხვა იარაღი და ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics