22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 17:21:34, 1583 ნახვა

რეგიონი
სოფლის მხარდადჭერის პროგრამა დაბაში აქტიურად ხორციელდება

დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაბის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებისთვის სულ 88 000 ლარი გამოიყო, მათგან 72 000 ლარის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

დასრულდა:

ბესელაშვილებში და დაბაძველში - მოეწყო გარე განათების ქსელი,

გუნდაურში - სანიაღვრე არხი და გარე განათება;

 სხეფი - შემოიღობა სასაფლაოები;

 თერნალი - მოეწყო გარე განათების ქსელი და ბეტონის საფარი;

 ჩანჩხალო - ფანჩატური და გარე განთება;

დრო - შეძენილი იქნა წყლის მილი.

მიმდინარეობს:

 ოქროპილაური- ფეხის სავალი ბილიკის მოწყობა;

კლდისუბანი - გზაზე ზღუდარების მოწყობა.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად დაბაში მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორიცაა დაბის ცენტრისა და თამარ მეფის ქუჩაზე სკვერის, კიბეების და ღობის კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კოლეჯ ,,ბლექსის“ განსათავსებლად დაბის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics