22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 16:17:11, 1394 ნახვა

რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა იწყება

ბათუმში, ე.წ. „მუყაოს ქალაქის“ მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და მშენებლობა მალე დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ მოსახლეობის ინტერესების, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც, ე.წ. მუყაოს ქალაქში, აშენდებოდა საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს 1000 მდე ბავშვი და მათი ოჯახები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად მუყაოს ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ.

 „ეს იყო წლების განმავლობაში  ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა რეგიონში. მუყაოს ქალაქში ჩვენს მოქალაქეებს და 1000 ბავშვს უწევთ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. ჩვენ მათ შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევდით ახდენილი ოცნების ქალაქად.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა.

ცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

მშენებლობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში  16 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. უკვე მომზადდა პროექტი, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ბინა 580 ოჯახს გადაეცემა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics