09:21 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 16:11:10, 2162 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - წყალტუბოს პროექტის ფარგლებში, 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება

„როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა, თუ   რამხელა მნიშვნელობა ექნება წყალტუბოს პროექტს, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, არამარტო ტურიზმისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში"  წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის მონაწილეებთან განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას შეფასებით, როდესაც საუბარია მინიმუმ 22 რეაბილიტირებულ ობიექტზე, რომელიც ამოქმედდება და ასევე აბსოლუტურად ახალ ობიექტებზე, რომლებიც ნულიდან შეიქმნება, იგულისხმება ძალიან მასშტაბური დასაქმება. „ეს არის, სულ მცირე, 8 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ არსებული ობიექტების პირობებში, ხოლო ჯამურად, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი აქტივობის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი  სამუშაო ადგილი შეიქმნება" - განაცხადა ნათია თურნავამ.

 ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თანმდევი ბიზნესების მნიშვნელობას. „ასეთი მასშტაბური კურორტი ვერ იმოქმედებს, თუ არ განვითარდება თანმდევი ბიზნესებიც  -ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ასევე ავეჯის წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი დატვირთვა მიეცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ასევე აღსანიშნავია  ქუთაისის ირგვლივ არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც გაცილებით მეტად დაიტვირთება და იქნება ბევრი სხვა სიკეთეც, რომელიც კომპლექსურად მოაქვს წყალტუბოს განვითარების პროექტს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„რედისონში" გამართულ განხილვაში არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი  წყალტუბოს კურორტის  სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics