17:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 14:38:30, 1135 ნახვა

სამართალი
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გადაიდოს, სანამ პორნოგრაფიულ კონტენტზე ექსპერტიზა არ ჩატარდება - ლორთქიფანიძე შსს მიმართავს

უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან დაკავშირებით, შსს-ს და პროკურატურას მიმართა და ჩვენების გარკვეული დროით გადადება მოითხოვა. 

კერძოდ, ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს და მისი ჩვენება მანმდე უნდა გადაიდოს, ვიდრე ამ მიმართულებით ექსპერტიზა არ ჩატარდება: 

„დღეს იქნება უპრეცედენტო ხასიათის პროტესტი. პროტესტი მთლიანად იქნება დამყარებული სამართლებრივ არგუმენტებზე. იმდენად რკინისებური იქნება ჩვენი არგუმენტები ამ ფილმის ჩვენების შეჩერების გარდაუვალობასთან დაკავშირებით, რომ თავად საზოგადოება დარწმუნდება, მას შემდეგ რაც მტკიცებულებებს წარმოვადგენთ.

გუშინ ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ორი ძირითადი არგუმენტის მოშველიებით. დღეს დამატებითი დანართის სახით მტკიცებულებებს წარვუდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტებს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. მეორე და არც თუ ნაკლები არგუმენტის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ამ ფილმის გაშვების ორგანიზატორებს ეყოთ თავხედობა და ცენტრალურ აფიშებზე დაიტანეს ასაკობრივი ცენზის განმსაზღვრელი გრიფი ლათინური ასობგერა – R, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმზე დასწრების უფლება აქვთ როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს როგორც მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით, რაც პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში ვერ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics