09:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 11:07:20, 743 ნახვა

საზოგადოება
იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. 

კენიჩი ოჰაშის მიერ გამართული პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის  შესახებ. 

ღონისძიებას 65 სტუმარი: ღვინის პროფესიონალები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო  და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოტოჰირო ოკოშიმ მათ მისცა პროფესიული რჩევები ქართული ღვინისა და საკვების შეხამებასთან დაკავშირებით.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოები. 

„ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის მიწოდების კუთხით“ - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მსგავსი აქტიობები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics