09:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 10:45:38, 1084 ნახვა

საზოგადოება
ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია - კონოცენტრი ფილმ And Then We Danced მხარს უჭერს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს ფილმს And Then We Danced-ის შემოქმედებით ჯგუფსა და კინოთეატრებს. 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კინოცენტრი მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან:

"საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის... ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა... საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია, შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება", — წერია კინოცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.
ფილმის პრემიერა საქართველოს მსშტაბით დღეს იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics