05:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 10:26:00, 1524 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე ( რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი)  სამუშაო ვიზიტით ზაგრებს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მირო კოვაჩთან; საქართველო-ხორვატიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ნენად სტაზიჩთან, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიცე სკრაჩიჩთან და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორ ვესნა ვუკოვიჩთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით.

შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ხორვატიის მხარემ კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.

შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა ახლო მომავალში ორმხრივი ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობის საკითხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics