20:41 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 12:09:20, 2088 ნახვა

კომენტარი
ამერიკელი კონგრესმენი: ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და არც ყირიმში

„ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და არც ყირიმში“, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და მისი ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა.

"ამერიკა მუდამ თქვენს გვერდზე დგას ტერიტორიული მთლიანობის უფლების დასაცავად. ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და ასევე, არც ყირიმის ოკუპაციას ვაღიარებთ. არ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. საქართველო არის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ჩვენი პრესპიკერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. გვწამს რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს წევრი, მთელი პრივილეგიით. გვინდა დავეხმაროთ პარტნიორებს, რომ რუსული ენერგოშანტაჟისგან დამოუკიდებლები გახდნენ. ასევე, უნდა ითქვას, რომ საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანა ავღანეთში. ეს არის მაგალითის მომცემი და ამერიკა ამისთვის მადლობას გიხდით", - განაცხადა კინზინგერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics