|
2019-11-06 12:01:34, 1541 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: ერთობლივი ძალისხმევით, მომავალი თაობებისთვის უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შევქმნით
თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, თავდაცვის ტრანსფორმაცია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) გახსნაზე. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონული და საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა: „ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც, მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს“. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, საქართველო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს: „ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოსთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვის დასასრულს კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. „მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)