20:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 11:46:16, 1522 ნახვა

კომენტარი
ბექა ნაცვლიშვილი: მინიმალური ხელფასი კანონით უნდა განისაზღვროს

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი კანონით უნდა განისაზღვროს.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 45%, ანუ 500 ლარი უნდა იყოს.

„დღეს დავარეგისტრირეთ კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ. ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45%, რაც დღევანდელი მონაცემებით  დარიცხული გამოდის 500 ლარი, ხელზე კი 400 ლარი. ეს უნდა იყოს მინიმალური ხელფასის ქვედა ზღვარი. დღეს ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმი 380 ლარია. არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ იმაზე ნაკლები ანაზღაურებისთვის, ვიდრე საარსებო მინიმუმია. რაც შეეხება მცირე ბიზნესებს, რომელთა ბრუნვაც არის 500 ათასი ლარი ეს კანონი არ გავრცელდება, რათა ისინი მოემზადონ და არ დაკარგონ მოტივაცია რომ გაიზარდონ. თუ მინიმალურ ხელფასს არ დავაწესებთ ადამიანები ვერ დაიკმაყოფილებენ მათ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ხელფასი არ არის კბილის პასტა ან სკამი, რომელიც ბაზარზე იყიდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე, არამედ ხელფასით ადამიანები ირჩენენ საკუთარ თავს და არჩენენ მათ ოჯახებს. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასი კანონით უნდა განისაზღვროს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics