04:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 15:19:24, 1951 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ურთიერთობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და კრისტიან ურსეს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics