04:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 10:12:48, 1245 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში

ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ მხარდაჭერას დიდად ვაფასებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს.
„ეს არის ნიდერლანდებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მაღალი დონის ვიზიტი და მთავრობის მეთაურის რანგში ჩემთვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. მადლობელი ვართ ასევე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში ნიდერლანდების ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის გაღრმავებისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics