10:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 17:16:32, 1376 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს პროექტი არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი

წყალტუბოს პროექტი არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი,-ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდმომარე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე გააკეთა აქცენტი და სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 „წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია,  ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კერძო ინვესტიციებით წყალტუბოს განვითარება მომხდარიყო და  კურორტს დაებრუნებინა თავისი სიდიადე, ის სახელი, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნა. ეს არის დიდი ქველმოქმედების ნაწილი, მას კომერციული ინტერესი ნაკლებად აქვს. ჩვენ წლებია ბატონი ბიძინას მხრიდან  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა სექტორის განვითარების მხარდაჭერის მომსწრე ვართ. დაინტერესების შემთხვევაშიც  ბიძინა ივანიშვილი მზად არის გაწეულ დანახარჯებზე უფრო ნაკლებ ფასად დაუთმოს ობიექტები ყველა პოტენციურ ინვესტორს“. - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics